Sunday, February 2, 2014

დღე მე-3
    დღეს პროექტის გეგმის შედგენაზე ვიმუშავეთ.დავახარისხეთ გეგმის შესავსებად საჭირო ინფორმაცია. მომეწონა მიმართულების მიმცემ კითხვებზე მუშაობა.მუშაობაში დროც შეუმჩნევლად გავიდა.გადავწყვიტე ძველი პროექტის გეგმებსაც ამდაგვარი სახე მივცე და ისე შევინახო ჩემს პორტფოლიოში.
     როგორც ყოველთვის, ნათია ჩვეულ ფორმაშია--თუ ვერ გაიგე, ათასჯერ გაგიმეორებს, საყვარლად აგიხსნის, გაგიღიმებს , გაგამხნევებს.

7 comments:

  1. მეც ძალიან მომეწონა პროექტის გეგმის შედგენა, თურმე რამდენი რამ ყოფილა გასაკეთებელი და როგორ მშრალად ვწერდით

    ReplyDelete
  2. მართლა კარგი დღე იყო დღეს, ნუგეშა, გეთანხმები. მე ელექტრონული ფოსტით დოკუმენტების გაზიარებაც მომეწონა.

    ReplyDelete
  3. ნუგეშა მეც სულ მინდა რომ ვისაუბროთ მაგრამ ისე ვართ ჩაფლულები მუშაობაში რომ ვერ ვიცლით სხვა არცკი დაიჯერებს ეს კლავიატურაც ნერვებს მიშლის სასვენ ნიშნებს არ მიწერს იმედია მაინც მოვახერხებთ გემრიელად საუბარს

    ReplyDelete
  4. ნუგეშა,თქვენი პროექტით ბავშვებს ძალიან გაახარებთ და,იმედია, დიდი მონდომებით განახორციელებთ.

    ReplyDelete
  5. მართლაც, ძალიან საინტერესო იყო ტრენინგის ეს დღე.განსაკუთრებით, მიმართულების მიმცემ კითხვებზე მუშაობა.

    ReplyDelete
  6. გეთანხმებით,ტრენინგის ყოველი დღე შთამბეჭდავი და საინტერესოა....ცუდია,რომ ერთმანეთის უკეთ გაცნობისათვის დრო თითქმის არ გვრჩება..

    ReplyDelete
  7. თუმცა მაინც გვეძლევა შესაძლებლობა გავიცნოთ ერთმანეთი პროფესიული თვალსაზრისით, მომწონს ჩვენი ჯგუფი, საინტერესო საპროექტი იდეები აქვთ, ნათია კარგად ახერხებს ჯგუფმა მოახდინოს ამ იდეების გაზიარება

    ReplyDelete