Wednesday, February 26, 2014

მე–9 დღე

ტრენინგის ბოლო დღე... წამოსვლა არც ერთს არ გვინდოდა. ამ ტრენინგმა დაგვაახლოვა ერთმანეთს.ერთმანეთის პრეზენტაციამ გაგვახალისა, დაგვაინტერესა. ღმერთს მადლობა ნათიას არსებობისათვის, არ ვიცი ასეთი ადამიანი თუ  არის სადმე. 

Saturday, February 22, 2014

მე-8 დღე

დღეს ძალიან დავიღალე. ბევრი სამუშაო შევასრულეთ. დავალაგეთ ჩვენი პორტფოლიოები და გამოვფინეთ ბლოგზე.  ვემზადებით პრეზენტაციებისთვის. მალე გავიდე ეს დღეები და ახლა მწყდება გული, კიდევ რამდენი რამის სწავლა მინდა.

პროექტის პორტფოლიო-"ადამიანის სულის განძსაცავები-წიგნები და ბიბლიოთეკები"

Friday, February 21, 2014

მე-7 დღე

ეს დღეც ისეთი საინტერესოა, როგორიც- დანარჩენი დღეები.მოსწავლეთა მხარდაჭერის პრეზენტაციაზე მუშაობამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა პროექტის აქტუალობაზე. იმდენ მასალას გავეცანი, მეტი დრო რომ მქონდეს, უფრო ლამაზი გამოვა ჩემი პრეზენტაციები.

Saturday, February 15, 2014


დღე მე-6

ნელ-ნელა ივსება ჩემი პროექტის გეგმა. კომენტარების ნამუშევრებზე გაკეთებამ ძალიან გამახალისა. ახლა შემიძლია მოსწავლეს ნამუშევარი ასეც გავუსწორო.

Sunday, February 9, 2014

"თამაში ჭვავის ყანაში"


მე-5 დღე

        თანდათან სრულვყოფთ პროექტის გეგმას.შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზით შევაჯამეთ პროექტის ყველა საკითხი.ბლოგზე მუშაობა მომწონს, მაგრამ ვერ ვიტყვი , ძალიან სწრაფად ვმუშაობ.  ყოველთვის მომწონდა სხვის ბლოგებზე ატვირთული ვიდეოები, მიხარია ,მეც რომ მოვახერხებ ამის გაკეთებას.

მე-4 დღე

ყოველი დღე წინაზე საინტერესოა.კმაყოფილებას განიჭებს ის , რომ შენს ნამუშევარს უფრო და უფრო სრულყოფ.მიმართულების მიმცემი კითხვები, შეფასების დროის ჩარჩო,პროექტის პრეზენტაციის მომზადება,ბლოგებზე ჩანართები-ამ ყველაფერზე მუშაობაში ისე გადის დრო, რომ შესვენებასაც ძლივს ვახერხებთ. ჯგუფში ყველას ძალიან  საინტერესო პროექტი აქვს. ასეთ გარემოში ყოფნა კი სასიამოვნოა.

მომავლის კლასი


Sunday, February 2, 2014

დღე მე-3
    დღეს პროექტის გეგმის შედგენაზე ვიმუშავეთ.დავახარისხეთ გეგმის შესავსებად საჭირო ინფორმაცია. მომეწონა მიმართულების მიმცემ კითხვებზე მუშაობა.მუშაობაში დროც შეუმჩნევლად გავიდა.გადავწყვიტე ძველი პროექტის გეგმებსაც ამდაგვარი სახე მივცე და ისე შევინახო ჩემს პორტფოლიოში.
     როგორც ყოველთვის, ნათია ჩვეულ ფორმაშია--თუ ვერ გაიგე, ათასჯერ გაგიმეორებს, საყვარლად აგიხსნის, გაგიღიმებს , გაგამხნევებს.