1. პროექტის სახელი–როგორ უყვარდათ საქართველოში
2. პროექტის მიზანი–მოსწავლეები გაეცნობიან ლიტერატურისა და ხელოვნების მარადიულ თემას –სიყვარულს.მოიძიებენ ლეგენდად ქცეული სიყვარულის ისტორიებს.გაეცნობიან ცნობილი ადამიანების პირად წერილებსა და დღიურებს.
3. პროექტის სრული აღწერა–მოსწავლეები ნაკლებად იცნობენ ლეგენდად ქცეული სიყვარულის ისტორიებს. არ აქვთ წაკითხული ცნობილი ადამიანების პირადი წერილები და დღიურები.არ იცნობენ ფოლკლორში გაბნეულ სატრფიალო ლირიკას.
4. მონაწილეთა ასაკი– 15–16 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა–3 კვირა
6. პროექტის შესაძლო აქტივობები
მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა–3 ჯგუფი.
დავალებების შერჩევა
საკონსულტაციო დღეების დანიშვნა თითოეული ჯგუფისათვის.
ჯგუფების მუშაობის მონიტორინგi
შეფასების კრიტერიუმების შემუშავება და მოსწავლეებისთვის გაცნობა
პირველი ჯგუფი–როგორ უყვარდათ საქართველოში. მოიძიებენ ხალხური შემოქმედებიდან მოყოლებული სიყვარულის თემაზე შექმნილ ლექსებს. ჩაიწერენ ინტერვიუებს მშობლებთან, ცნობილ ადამიანებთან (შეიძლება გამოიყენონ გოდერძი ჩოხელის „ცხრა შეკითხვა სიყვარულზე“), შექმნიან POVER POINT-ში სლაიდებს–ლიტერატურული მოზაიკა . გამოიყენებენ აუდიო მასალებს.
II ჯგუფი
მოიძიებს ლეგენდად ქცეული სიყვარულის ისტორიებს და შექმნიან სცენარს. (შეიძლება სცენარად გადააკეთონ ნ დუმბაძის პირველ სიყვარული (ნაწყვეტი მოთხრობიდან „მე , ბებია ,ილიკო და ილარიონი“,ან გ. დოჩანაშვილის კინოსცენარიდან ნაწყვეტი,ან რომეო და ჯულიეტადან ნაწყვეტი და ა. შ.)
III ჯგუფის დავალება–
რას გვიამბობენ გაცრეცილი ფურცლები–გაეცნობიან ცნობილი ადამიანების პირად წერილებსა და დღიურებს(_ილია, გალაკტიონი, გოეთე) გამოიყენებენ კომპიუტერს, აუდიო მასალას .
რას გვიამბობენ გაცრეცილი ფურცლები–გაეცნობიან ცნობილი ადამიანების პირად წერილებსა და დღიურებს(_ილია, გალაკტიონი, გოეთე) გამოიყენებენ კომპიუტერს, აუდიო მასალას .
7. მოსალოდნელი შედეგი–ღრმად გაეცნობიან სასიყვარულო ისტორიებს.
ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობას. გამოიყენებენ კომპიუტერს, აუდიო მასალას, ჩამოუყალიბდებათ კვლევა –ძიების უნარი,იქნებიან პატარა რეჟისორები
8 .სამუშაო ენა– ქართული
9 .კავშირი საგნობრივ ჯგუფებთან–ინფორმატიკა მუსიკა ,ხელოვნება
10.სარგებელი სხვისთვის–მოძიებული მასალის ერთად თავმოყრა. აკინძვა (გამოიყენებს ნებისმიერი სხვა მოსწავლე)
მსმენელზე სიამოვნების მინიჭება.
11.პროექტის ხელმძღვანელი– ნუგეშა ხერხეულიძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა–nugesha.shubitidze@gmail.com