Wednesday, February 26, 2014

მე–9 დღე

ტრენინგის ბოლო დღე... წამოსვლა არც ერთს არ გვინდოდა. ამ ტრენინგმა დაგვაახლოვა ერთმანეთს.ერთმანეთის პრეზენტაციამ გაგვახალისა, დაგვაინტერესა. ღმერთს მადლობა ნათიას არსებობისათვის, არ ვიცი ასეთი ადამიანი თუ  არის სადმე. 

Saturday, February 22, 2014

მე-8 დღე

დღეს ძალიან დავიღალე. ბევრი სამუშაო შევასრულეთ. დავალაგეთ ჩვენი პორტფოლიოები და გამოვფინეთ ბლოგზე.  ვემზადებით პრეზენტაციებისთვის. მალე გავიდე ეს დღეები და ახლა მწყდება გული, კიდევ რამდენი რამის სწავლა მინდა.

პროექტის პორტფოლიო-"ადამიანის სულის განძსაცავები-წიგნები და ბიბლიოთეკები"

Friday, February 21, 2014

მე-7 დღე

ეს დღეც ისეთი საინტერესოა, როგორიც- დანარჩენი დღეები.მოსწავლეთა მხარდაჭერის პრეზენტაციაზე მუშაობამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა პროექტის აქტუალობაზე. იმდენ მასალას გავეცანი, მეტი დრო რომ მქონდეს, უფრო ლამაზი გამოვა ჩემი პრეზენტაციები.

Saturday, February 15, 2014


დღე მე-6

ნელ-ნელა ივსება ჩემი პროექტის გეგმა. კომენტარების ნამუშევრებზე გაკეთებამ ძალიან გამახალისა. ახლა შემიძლია მოსწავლეს ნამუშევარი ასეც გავუსწორო.